Грузинская Православная Церковь
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (28.02.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ინტერესებიდან გამომდინარე, მსოფლიოში გავრცელებულ ეპიდემიასთან, – კორონა ვირუსთან (SARS-CoV-2) დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს: ინტერნეტ-სივრცეში დაიდო ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ, ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, რაც გადამოწმდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, სიმართლე არ აღმოჩნდა. ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა. ამასთან, საერთო თაყვანისცემისთვის სამღვდელოება გამოაბრძანებდა ხოლმე საეკლესიო სიწმინდეებს: სახარებას, ჯვრებს, ხატებს, წმინდა ნაწილებს და აწყობდნენ ლიტანიობებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით სასურველია, კვირას, 1 მარტს, შენდობის ლოცვის წაკითხვის შემდეგ, ყველა ეკლესიაში შედგეს ტაძრის გარშემო ლიტანიობა, ნაკურთხი წყლის სხურება და ხალხის დალოცვა.
თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვის მსახურება დაიწყება საღამოს, 1800 საათზე; მისი დასრულების შემდეგ კი კმევით, სახარების, ჯვრების, ხატების შემოტარებით აღესრულება ლიტანიობა და ნაკურთხი წყლით ხალხის დალოცვა.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წარმომადგენლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ
ა.წ. 25 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები ეწვივნენ.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) მის უწმინდესობას ეპარქიაში არსებული მდგომარეობა გააცნო და აღნიშნა, რომ 6 წლის წინ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ჩამოყალიბებამ ხელი შეუწყო ქრისტიანული ცხოვრების აღორძინებას ქვემო ქართლის რეგიონში. გაიზარდა სასულიერო პირთა რაოდენობა და ჩამოყალიბდა სამრევლოები.
სტუმრებმა ხაზი გაუსვეს მისი უწმინდესობის როლს მრავალეთნიკურ საქართველოში, რომელიც აერთიანებს ყველა ადამიანს და არის მაგალითი შემწყნარებლობისა.
აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თემის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ პატრიარქის სიტყვა მათთვის განსაკუთრებით ფასეულია. ასევე მადლიერებით მოიხსენიეს მეუფე გიორგის მოღვაწეობა ეპარქიაში.
შეხვედრის დროს შესრულდა ფოლკლორული სიმღერები და წაკითხულ იქნა ლექსებიც.
მისმა უწმინდესობამ დალოცა სტუმრები და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა მათ.
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის წარმომადგენლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ
ა.წ. 21 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე) და ამ ეპარქიის წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ შორის თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი, ბ-ნი თამაზ მეჭიაური, მწერლები ბესიკ ხარანაული და ტარიელ ხარხელაური და სხვანი.
სტუმრებმა მის უწმინდესობას მთაში მცხოვრებთა სახელით თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ მისი ლოცვა-კურთხევით გაერთიანებულ სათემო და საგვარეულო კავშირებს დიდი წვლილი შეაქვთ ძველი ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და სულიერების აღორძინებაში.
ითქვა თიანეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სიახლეებზეც.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ მთას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ხალხი დაბრუნდეს სოფლებში.
მან დალოცა სტუმრები და იმედი გამოთქვა, რომ სირთულეების მიუხედავად გაძლიერდება მთა და ჩვენი ქვეყანა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იტალიის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა
ა.წ. 20 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა იტალიის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბ-ნი ენრიკო ვალვო მიიღო.
შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.
ელჩმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ თავის მხრივ ხელს შეუწყობს იტალიისა და საქართველოს მეგობრობის შემდგომ განმტკიცებას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბ-ნ ენრიკო ვალვოს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი იერუსალიმის პატრიარქს
მირქმის იგივე ,,ლამპრობის” დღესასწაულის შესახებ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოძიებულ იქნა მასალა ,,მირქმის“ (,,მიგებების“) დღესასწაულის, იგივე ,,ლამპრობის“ აღნიშვნის ძველი წესის აღსადგენად. წელს მცხეთა-თბილისის და სხვა ეპარქიების არაერთ ტაძარში აღდგა ამ დღესასწაულის ძველი წესით აღნიშვნა და კიდევ ერთი ისტორიული ტრადიცია გაცოცხლდა. მომავალი წლიდან ეს წმინდა დღესასწაული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ეკლესია-მონასტერში აღინიშნება ისე როგორც საუკუნეთა განმავლობაში იდღესასწაულებოდა ჩვენი წინაპრების მიერ – სანთლების კურთხევითა და ლიტანიობით.
მირქმა – ლამპრობა
„ლამპრობა“ უძველესი სახელწოდებაა „მირქმის“, იგივე „მიგებების“, დღესასწაულისა, რომელიც ყრმა უფლის ტაძრად მიყვანებას უკავშირდება.
„მირქმამ“განსაკუთრებულად საზეიმო ხასიათი შეიძინა იმპერატორ იუსტინიანეს დროიდან და საყოველთაოდ დამკვიდრდდა VI საუკუნიდან. ამის საფუძვლად წყაროები სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ. ზოგიერთის მიხედვით მაშინდელ რომის იმპერიაში (რომლის ცენტრი კონსტანტინეპოლში იყო), შავი ჭირი მძვინვარებდა და ხალხს მუსრავდა; ზეგარდამო უწყებით წმინდანთ ემცნოთ, რომ მირქმის დღესასწაული გადახდილი უნდა ყოფილიყო ანთებული კელაპტრებით, ლამპრებისა და ჩირაღდნების თანმხლები ლოცვა-ლიტანიობით, რათა გამორჩეული პატივი მიეგოთ ტაძრად მიყვანებული ყრმა იესოსთვის.
მიუხედავად ეპიდემიისა, რწმენით გაძლიერებული ხალხი ეკლესიებში შეიკრიბა და გულმხურვალე ლოცვა ლამპრებით (სანთლებით) საზეიმო მსვლელობით აღასრულეს. ავადმყოფობა მალევე შეჩერდა (გადმოცემით, მსგავსი სასწაული, ოღონდ გამუდმებულ მიწისძვრებთან დაკავშირებული, ანტიოქიაშიც მოხდა. არის სხვა ვერსიებიც).
იმპერატორმა იუსტინიანემ ამ დღის საზეიმოდ აღნიშვნა განაწესა.
იერუსალიმში „მირქმას“ „აღდგომის“ დღესასწაულის პატივით გაცილებით ადრე აღნიშნავდნენ და იგი მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდგომი ზეიმის კულმინაციას წარმოადგენდა.
ეგერიას „მოგზაურობის დღიური” მოგვითხრობს, თუ როგორ ხდებოდა ეს IV საუკუნის ბოლოს:
…“აქ მეორმოცე დღე დიდი პატივით იდღესასწაულებოდა. მსვლელობაა ანასტასისაკენ (იერუსალიმის აღდგომის ტაძარი) და ყველა ლიტანიობს, ყოველივე უდიდესი დღესასწაულის წესით მიმდინარეობს ისე, თითქოს პასექია. ყველა მღვდელი ქადაგებს, შემდეგ ეპისკოპოსიც და განმარტავენ სახერების იმ მონაკვეთს, როდესაც მეორმოცე დღეს იოსებმა და მარიამმა უფალი ტაძრად მოიყვანეს და სვიმეონმა და ანა წინასწარმეტყველმა, ფანუელის ასულმა, ნახეს; განმარტავენ იმ სიტყვებს, რაც მათ თქვეს, იხილეს რა უფალი“ (Itinerarium Aetheriae, s. 26).
იერუსალიმში არსებული ტრადიიცის უძველესობას ადასტურებს წმინდა კირილე იერუსალიმელის (315-386) მირქმის სადღესასწაულო ქადაგებაში ნახსენები მოწოდებაც:
“ასე რომ, თქვენც მოდით უფლისა და მეუფის შესაგებებლად ქრისტესმოყვარენო და ღვთისმოყვარენო, სიხარულითა და სიწმინდით შევიდეთ, არა გარეგნული სჯულით, არამედ სულიერად, არა ღვინით მთვრალნი, არამედ სულით ანთებულნი, ასე რომ დღეს უკვე განათებულებმა, ლამპრებით (λαμπάδας) ნათელი შევამკოთ, ისე როგორც ნათლის ძეებმა. სანთლები ჭეშმარიტ ქრისტე ნათელს მივუძღვნათ, რამეთუ ნათელი წარმართებისათვის გამობრწყინვებული ქვეყანას გამოუჩნდა. ამიტომაც ნათლიდან ნათლით თოვლზე მეტად განვიწმიდოთ, რძეზე მეტად გავთეთრდეთ, საფირის ქვაზე უმეტესად აველვარდეთ, წმინდა მტრედებზე მაღლა ავფრინდეთ, და ამ სახით შემოვიდეთ უფლის მისაგებებლად” (“სიტყვა მირქმის შესახებ).
წმ. კირილე ალექსანდრიელიც (376-444) მირქმის სადღესასწაულო საკითხავი სახარების განმარტებაში აღნიშნავს: “რადგანაც ყველა გულმოდგინედ შემოიკრიბეთ ბრწყინვალე საუფლო დღესასწაულზე, მოკაშკაშე ლამპრებით(λαμπάδων) თაშეყრილებმა, ბრწყინვალედ ვიდღესასწაულოთ.”
დღემდე შემორჩენილია ცნობილი საეკლესიო წმინდა მოღვაწეების: კირილე იერუსალიმელის (315-386), გრიგოლი ნოსელის (335-394), იოანე ოქროპირის (347 – 407) და ევსუქი იერუსალიმელის (451წ) მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებული ჰომილიები.
იერუსალიმის ეკლესიაში არსებული „მირქმის“ დღესასწაულის ანთებული სანთლებით აღნიშვნის ტრადიცია ნელნელა გადავიდა სხვა ეკლესიებშიც. კინობიარქ წმინდა თეოდოსის (+529) ცხოვრებაში მოხსენებულია იკელია, რომელმაც შემოიღო ტრადიცია: „რათა ჩვენი ღმერთისა და მაცხოვრის მიგებება სანთლებით აღნიშნულიყო“ (μετὰ κηρίων γίνεσθαι τὴν ὑπαπάντησιν τοῦ σωτῆρος ἡμῶν Θεοῦ). რომის ეკლესიაში მირქმის დღესასწაულზე სანთლებით მსვლელობების საყოველთაო წესად დამტკიცება უკავშირდება პაპ სერგის(687-701). მირქმის დღესასწაულის საბაწმიდნურ განგებაში შემორჩენილია მინიშნება, რომ მეცხრე ჟამზე ძმებს ეძლევათ სანთლები (εις δε την εννάτην, δίδονται κηρία τοις αδελφοίς). კიეველი მიტროპოლიტ პეტრეს(მოგილა) მიერ 1646წ. შედგენილ „კურთხევანში“ არის მსახურება, – ,,წესი სანთლების კურთხევისა უფლის მიგებებაზე“.
საეკლესიო ზეიმის ანთებული სანთლებით აღნიშვნის გამო იყო, რომ თითქმის მთელს დასავლეთში დღესასწაულის სახელწოდება ლამპარს უკავშირდება: იტალიაში Cadelora, საფრანგეთში Jour de la chandeleur, ინგლისში candlemas day, ფინეთში სანთლის დღე და ა.შ.
საქართველოშიც, როგორ აღვნიშნეთ, „მირქმას“ „ლამპრობაც“ ეწოდებოდა რასაც „უძველესი იადგარი“ და „პარხლის მრავალთავი“ მოწმობს, ხოლო სვანეთში დღემდე მას „სვიმნიშ-ლამპრობს“ უწოდებენ სხვა და სხვა ვარიაციებით, ხოლო საქართველოს სხვა კუთხეებსა და მთაში, – „ლამპრობას“, ასევე სხვადასხვა ვარიაციით.
როგორც ბატონი კორნელი კეკელიძე წერს, „მიგებების“ დღესასწაული საქართველოში იერუსალიმური ლიტურგიული პრაქტიკიდან ძველთაგან შემოვიდა და „ლამპრობის“ სახელით ქართულ „კურთხევნებში“ და ტრადიციაში XVIII საუკუნემდე იყო.
„მირქმას“ ეკლესია აღნიშნავს უფლის ტაძრად მისვლის დღეს, როდესაც კაცთაგან აშენებულ ტაძარში თავად ყოვლის შემოქმედი მივიდა. ამ დღეს იგი მთელ კაცობიობას ეწვია ტაძარში, ეწვია ისრაელისა და წარმართებისათვის აღმობრწყინვებული ნათელი მიუაჩრდილებელი, რათა საღვთო სიწმინდე და სინათლე მიენიჭებინა ყველასთვის.
ამიტომაც მას ქრისტიანები ანთებული კელაპტრებით ვხვდებით, რითაც გამოვხატავთ ჩვენს მზაობას და სურვილს, ზეციური მადლის მიღებისა.
საეკლესიო საგალობლები არაორაზროვნად გადმოსცემენ ღვთიური ნათლის ხილული ნათლით განდიდებას.
სანთელ-ლამპრის სულიერი მნიშვნელობის გასააზრებლად და ხილული სინათლის მეშვეობით უხილავისაკენ ყურადღების მიპყრობაზე მიგვანიშნებს ეს უძველესი საგალობელიც:
„ლამპრითა სულიერითა სვიმეონ მართლისათანა განვიდეთ ჩვენ მიგებებად მეუფისა, რამეთუ მოვიდა ღმრთეებით ღრუბლითა სულ მცირითა აღსრულებად სჯულისა, გამობრწყინვებად ნათელი წარმართა ზედა, აწ შევწიროთ მისსა ქებაი, რაითა ვპოოთ მის მიერ დიდი წყალობაი მოსვლასა მას მისსა დიდებით.“(„უძველესი იადგარი“)
წარმოგიდგენთ, „მირქმის“ დღესასწაულზე უძველესი „კურთხევანის“ მიხედვით შედგენილ ლამპრების (იგივე სანთლების) კურთხევის და ლიტანიობის წესს.
სანთლის კურთხევა მირქმის დღესასწაულზე საღამოს ლოცვის (ან წირვის) დამთავრების შემდეგ
მსახურების დაწყების წინ მღვდელმა (მღვდელმთავარმა) უნდა განუმარტოს მრევლს, რომ „მირქმის“ დღესასწაული არის იგივე „ლამპრობა“, რომ ამ დღეს ეკლესიაში იკურთხებოდა სანთლები, რომელსაც იყენებდნენ მთელი წლის მანძილზე და მას განსაკურთრებულ დღეებში ანთებდნენ (თორმეტი სახარების სანთლის მსგავსად).
სასურველია, ამ დღეს ტაძარში მორწმუნეს ჰქონდეს ერთი სანთელი მაინც, რომელიც იკურთხება და სახლში წაიღებს, რათა მთელი წლის მანძილზე გამოიყენოს.
სანთლის კურთხევა და ტაძრის გარშემო ლიტანიობა გალობით, ანთებული სანთლებით და ბაირაღებით აღსრულდება მსახურების ბოლოს.
† † †
მღვდელი და დიაკონი ანალოღიის წინ, შუა ტაძარში დგებიან; აქ წინასწარ საკურთხებლად დადებულია სანთლები, რომლებიც შემდეგ ხალხს დაურიგდება.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ
მღვდელი:
„უფალო ნათლისაო, განმანათლებელო ბნელისაო და განმომცდელო თირკუმელთაო, აღგვინთენ კაცთა მწუხრისა სანთელნი ესე, სახიერო და კაცთმოყვარეო უფალო, რამეთუ ბუნებაი ცეცხლისაი შეჰქმენ, სახმარებაჲ ზეცისაი მოგუმადლე ჩუენ, ბრძენთა მათ თანა წმიდათა ქალწულთა, შესვლად სასუფეველსა შენსა. გმადლობთ შენ მხოლოსა ღმერთსა ამას ყოველსავე ზედა და შევსწირავთ სამწუხროსა ლოცვასა. ღირს მყვენ ჩუენ, აწსა სულიერისა მის ნათლისა გამობრწყინებასა სამარადისოდ ნათელსა მას ცხოვრებისასა, რაითა გვიძღოდის ჩუენ ნათლად საუკუნოდ მადლითა და წყალობითა ქრისტე შენისაითა, რამეთუ შენი არს დიდებაი მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ;“
ლოცვის დამთავრების შემდეგ იქვე მდგარ სასანთლეზე მღვდელი ანთებს სამ სანთელს
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ
მღვდელი:
„ღმერთო ძლიერო, უფალო ძალთაო, და ქუეყანისაო, დამბადებელო ზღვისაო, და ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, რომელი დამკვიდრებულ ხარ ნათელსა შეუხებელსა, რომელი ჰზი ზედა საყდართა ქერობინთა, რომელი იდიდები, ყოველთაგან დაბადებულთა შენთა, ,უხორცოთა ძალნი გაქებენ შენ, დასნი მთავარანგელოზთანი თაყუანის გცემენ, სერაბინნი და ქერაბინნი დაუდუმებელითა ხმითა სამ-გზის წმიდასა გალობასა შესწირვენ, გამოუთქმელო ნათელო; გადიდებთ შენ რამეთუ სიმდაბლით მოხუედ ქუეყნად და განჰხორციელდი წმიდისაგან ქალწულისა, და მსგავს კაცთა იქმნენ და კათოლიკე ეკლესია შენ მიერ აღმართებული, სუფევითა აღვსებული, ნათლისა ზეცისაითა… დღეს მოხუედ ტაძრად, მაცხოვარო ჩუენო, და დაშჯედ მკლავთა ზედა მოხუცებულისა სვიმეონისთა, რომელსა ვერ შემძლებელ არიან ანგელოზნი მიხედვად ცეცხლა ღმრთეებისა შენისასა. აწცა უფალო, ვითხოვთ შენგან განათლებად სულთა და ხორცთა ჩუენთათვის და მოუკლებელსა შენსა სიმდიდრესა ღმრთეებისა შენისაგან, რაითა მოავლინო ჩუენ ზედა და სანთელთ ამათ -მაღალი სულისაწმიდისაი, განაბრწყინბნე ლამპარნი ესე, ვითარცა ბრძენთა მათ ქალწულთანი,, რაითა მიგეგებვოდით შენ შესვლასა შენსა სასძლოსა, სანთლითა სუფევისა შენისაითა… ღირს ვიქმნნეთ და მადლობით დაუმარცხებლად გადიდებდეთ შენ თანა მამით და ყოვლადწმინდით სულითიურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.“
მღვდელი: მშვიდობა ყოველთა
დიაკონი:თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ:
მღვდელი ხელაპყრობით:
„უფალო რომელმან მოსდრიკენ ცანი და გარდამოხედ ქუეყანად, ცხოვრებისათვის ნათესავისა კაცთაისა, რომელსა წინათვე გვიწინასწარმეტყველებდეს წინაისწამეტყუელნი მოსვლასა შენსა, ქრისტე სიტყუაო, ღმრთისაო, რომელი განუშორებელ ხარ მამისაგან და თანა-მოსაყდრე და გამოუთქმელად გაბრწყინდი წმინდისა უბიწოსა ქალწულისაგან, იშევ ხორცითა ვითარცა ჯერ – გიჩნდა ნებითა მამისაითა, გამოსჩნდი ჩჩვილი, იტვირთე წიაღთა ქალწულისათა, რომლისა გარემოს დგას ბევრეული დასი ანგელოზთა, დღეს მოხუედ ტაძრად უფლისა, აღსრულებად სჯულისა, ვითარცა კაცი, და სვიმეონ მოხუცებულმან მკლავთა ზედა მიგიქუა ვირცა ყრმაი, შენ მიერვე სულისაგან წმიდისა ეუწყა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრე გიხილოს ხორციელად მოსრული უფალი, რომლისათვისცა ძლიერად ღაღად-ყო; და გვიქადაგა ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა გუახარა, მახარებლისა მიერ გამობრწყინვებაი შენი, ჩვენ უღირსთა მონათა შენთა ღირს ჰყუენ ჩუენ, … წინაშე შენსა სათნოებით და სიმართლით, განანათლენ გულნი ჩუენნი, ნათლითა ღმრთეებისა შენისაითა, და განაბრწყინვენ ლამპარნი სულთა ჩუენთანი, და აკურთხენ სანთელი ჩუენნი, ვითარცა ბრძენთა ქალწულთანი, რომელნი მოგეგებვოდით შენ საიხარულით და ღირს ვიქმნნეთ ღმრთისმეტყუელებით გალობასა ანგელოზთა თანა და გადიდებდეთ მხოლოსა უკვდავსა მეუფესა, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ
ამის შემდეგ მღვდელი ამბობს ლოცვას, რომელსაც ეწოდება „კურთხევაჲ სანთლისაჲ“
მღვდელი:
„გმადლობთ შენ, რომელი ხარ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, შევწირავთ შენდა სანთელსა შენსა წმიდასა, ძესა შენსა, იესუ ქრისტესა, რომელმან გამოაბრწყინვა ნათელი სიმართლისაჲ გულთა ჩუენთა და გამობრწყინდა ნათელი შენი ჩუენ ზედა, რომელნი სხენან ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა. ამის ყოვლისა ნიჭისათჳს გმადლობთ შენ ღმრთისა ჩუენისა მიმართ იესუ ქრისტესა, თაყუანის-გცემთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ!“
მღვდელი წინ დადებული სანთლებიდან იღებს დიდ სანთელს, სამი ანთებული სანთლიდან უკიდებს მას და
დიაკონი იტყვის: უფლისა მიმართ ვილოცოთ
მღვდელი:
„აუნთე სანთელი, სახიერო კაცთმოყუარეო, რამეთუ ბუნებაჲ ცეცხლისაჲ შეჰქმენ, და საჴმარებაჲ ნათლისაჲ მოგუმადლე, გმადლობთ შენ ყოველთა ზედა და შევწირავთ შენდა სანთელსა, მას ბრწყინვალესა მოსლვასა შენსა, რაჲთა გჳძღოდეს ჩუენ ნათლად საუკუნოდ მადლითა და წყალობითა და კაცთმოყუარებითა ქრისტეს შენისაჲთა, რამეთუ შენი არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე, ამინ!
მღვდელი მარცხენა ხელში გადაიტანს სანთელს, მარჯვენათი კი ნაკურთხ წყალს ასხურებს სანთლებს, როგორც ანალოღიის წინ დადებულს, ისე ხალხისას.
გუნდი (ან ერი) გალობს: აწ განუტევე მონა შენი მეუფეო სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა ამ სიტყვებზე კი: ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაილისა, მღვდელი დიაკონს და მრევლს გადაუკიდებს სანთელს და მთელი ტაძარი ანთებული სანთლებით გაბრწყინდება.
შემდეგ მღვდელი სანთლით და დიაკონი სანთლითა და საცეცხლურით, სტიქაროსნები ბაირაღებით და ხატებით, მრევლიც ანთებული სანთლებით გამოდიან გარეთ და ლიტანიობით უვლიან ტაძარს. მსვლელობისას ითქმის მრჩობლი კვერექსი, რომელსაც ჩაერთვის „ლამპრობის“ მუხლები „იადგარიდან“:
დიაკონი:
ვსთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა ვსთქვათ.
გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ
– უფალო ყოვლისამპყრობელო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ
– შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის, იმეორებს ყოველ მუხლზე)
– მერმეცა გევედრებით ღვთისმორწმუნისა ერისა ჩვენისა, და ღვთივგანგებულისა მთავრობისა, მხედრობისა, ხელმწიფებისა და მეუფებისა მისისათვის.
– მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასათვის,(მოსაყდრე, ან, და, ადგილობრივი ეპისკოპოსი) მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.
– მერმეცა გევედრებით ძმათა ჩვენთა მოძღვართა-მღვდელთა, – მღვდელ-მონაზონთა და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის
– მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა, წმიდათა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, კეთილმსახურთა მეფეთა და კეთილმორწმუნეთა დედოფალთა და აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა, (დედათა და დათა(აქა მდებარეთა,)) და ყოველთა მართლმადიდებელობით აღსრულებულთათვის.
– ქრისტე, რომელი პირველ საუკუნეთა ღმერთი ხარ, და ცხორებისათჳს კაცთაჲსა ქალწულისა მიერ მისგან ჩჩჳლ იქმენ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.
– რომელი რჩულისმდებელ ხარ და რჩულისა დამორჩილებაჲ ჯერ-იჩინე, და წყვილთაგან გურიტთაჲსა ტაძრად მიიყვანე, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.
– რომელი ცეცხლისფერთა ეტლთა ზედა მჯდომარე ხარ და ჴსნისათჳს კაცთაჲსა მკლავთა ზედა მოხუცებულისა სჳმეონისთა დაშჯედი, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.
– რომლისაჲ წინაწარმეტყუელმან პირველვე თქუა მცირითა ღრუბლითა შესლვად ეგჳპტედ და ქალწულისაგან მიყვანებული ტაძრად მიგიქუა წინაწარმეტყუელმან სჳმეონ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ
– მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და მიტევებისა ცოდვათასა, ნაყოფის შემომწირველთათვის და კეთილისმყოფელთა წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათვის, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
მღვდელი ამბობს ქვემოთ მითითებულ ლოცვა-ასამაღლებელს და შედის ტაძარში:
უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან შეჰქმენ ნათელი და დაჰბადე ბნელი, ბუნებაჲცა ცეცხლისაჲ შეჰქმენ საჴმარად ჩუენდა და მსახურებისა შენისა, შენ გევედრებით და შევსწირავთ შენდა დღისა ამის თაყუანისცემასა: ღირს მყვენ ჩუენ სამარადისოსა ნათელსა შენსა, სადა ყოველნი წმიდანი შენნი მკჳდრ არიან,
რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი სულთა და ჴორცთა ჩუენთაჲ და შენდა დიდებასა შევსწირავთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ!
‡
თუ ეს მსახურება ჩატარდება წირვის შედეგ ამ შემთხვევში არ წაიკითხება მხოლოდ პირველი ლოცვა („უფალო ნათლისაო, განმანათლებელო ბნელისაო … მწუხრისა სანთელნი..“)დანარჩენი წესი შესრულდება უცვლელად.
თუ ტაძარს არა აქვს გარშემოსავლელი სივრცე, უამინდობაა, ან სხვა რამ ხელისშემშლელი მიზეზია, არსებობს საეკლესიო პრაქტიკა, ლიტანიობის ტაძრის შიგნით ჩატარებისა.
ლამპრობა – მიგებების დღესასწაული
(ექვთიმე კოჭლამაზაშვილის ნაშრომის შემოკლებული ვარიანტი)
ქრისტიანული დღესასწაულია ლამპრობა,მისი სახელწოდება და რიტუალური თავისებურება – ლამპრებისა და ცეცხლის ანთება,ჩირაღდნებით საზეიმო მსვლელობა და ლიტანიობა – შემორჩენილია სააქრთველოს სხვადასხვა კუთხეში, სვანეთში („ლამპრობის “სახელით)მთიულეთში („ლაპორიობა), გუდამაყარში („ლამპარიობა“),ფშავში („ლომპორია“)ხევსურეთში („ლამპრობა“), ხევში („ამპარიობა“) გურიასა და იმერეთში.
ლამპრობა მარტო ქართული ღმრთისმსახურების დამახასიათებელი რიტუალი არ ყოფილა. იგი უძველეს დროში მთელ საქრისტიანოში იყო გავრცელებული და მიგებების (მიქმის) დღესასწაულს უკავშირდებოდა.
მიგებება, როგორც ვიცით, ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია. ქრისტიანული ეკლესიისა, რომელიც შობიდან მეორმოცე დღეს ერმა იესუს იერუსალიმის ტაძარში მიყვანისა და მართალი სვიმეონის მიგებების მოსახსენებლად დაწესდა (ლუკა 2,22-39) წმ. კირილე ალექსანდრიელი (+444), სოფრონ იერუსალიმელი (634-638), კირილე სკვითოპოლელი (+557), სილვია აკვიტანელი (IV ს) და სხვა ავტორები გვაუწყებენ, რომ ამ დღეს სრულდებოდა ლიტანიობა (საზეიმო მსვლელობა) ანთებული სანთლებით. დასავლეთის ეკლესიაში მიგებებამ სანთლების (ლამპრების) დღესასწაულის სახელი მიიღო და სანთლებით მსვლელობის რიტუალი სხვადასხვა ვარიაციით აისახა ევროპის ხალხთა წეს-ჩვეულებაში.
ლამპრობისა და მიგებების იგივეობას ადასტურებენ ქართული საისტორიო და ლიტურგიკული მწერლობის ძეგლებში დაცული ცნობები. უძველეს საღმრთისმსახურებო კრებულებში მიგებების დღესასწაული არცთუ იშვიათად „ლამპრობის“ სახელით გვხვდება. „ლამპრობა“ რომ სწორედ მიგებების გამომხატველია, გვიჩვენებს ამ სახელით წარწერილი საკითხავ-საგალობლების კალენდარული ადგილი და შინაარსი. სახელდობრ, „იბაკონი ლამპრობისანი“ -ასეა დასათაურებული მოხუცებული სვიმეონის მიერ ყრმა იესუს „მიქმის“ შესახებ საგალობლები უძველეს ჰიმნოგრაფიულ კრებულში -იადგარში.
უძველესი ლიტურგიკული პრაქტიკის ამსახველ ევხოლოგიონში ვხვდებით ლამპრობის კვერექსებსა და „მიგებების ლამპართა“ კურთხევის წესებს, რომლებიც კალენდარული ადგილისა და შინაარსის მიხედვით აგრეთვე მიგებების დღესასწაულს შეეფერებიან. პარხლის მრავალთავში ლამპრობის საკითხად შეტანილია აპოკრიფული თხზულება: „სიყრმე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი“, რაც შინაარსის მიხედვით ისევ და ისევ მიგებების დღესასწაულს შეეფერება. „ლამპრობა“, როგორც დღესასწაული, „ქართლის ცხოვრებაშიცაა“ მოხსენიებული მიგებების შესატყვისად.
საინტერესოა, რომ უფლის მიგებების ამსახველ ქართულ ძველ ხატებზე, სხვადასხვა ფორმით გამოხატულია ანთებული ლამპარი. მაგალითად, XII-XIII სს. ტიხრული მინანქარის ფირფიტაზე ლამპარი გამოსახულია ძირს მდგარი, ღმრთისმშობლის წინ, X-XI სს. ჭედურ ხატზე (მოოქრული ვერცხლი). იგი ხელთ უპყრია მართალი სვიმეონის უკან მდგომ ანა წინასწარმეტყველს.
იმის გასათვალისწინებლად, თუ რა სულიერი შინაარსი ჰქონდა მიგებების დღესასწაულზე ანთებული სანთლებით ლიტანიობას, საინტერესო მასალას გვაწვდის ძველ ქართულ ლიტურგიკულ კრებულებში დაცული ლამპართა კურთხევის წესები („კურთხევაჲ ლამპართა მიგებებისათა“, „კურთხევაჲ ლამპრისა მიგებებასა“ დ ა.შ.) ჩვენთვის ცნობილია ამ „კურთხევის“ სამი რედაქცია, ორი მათგანი დაცულია X საუკუნის სინურ ხელნაწერებში, მესამე კი XVII-XVIII სს-ის რამდენიმე პოსტათონურ ხელნაწერში, რომლებიც საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშიინახება.
აქვე მოგვყავს ლამპართა კურთხევის ლოცვა ბოლო, მესამე რედაქციისა, რომელიც შედარებით სრული სახითაა ჩვენამდე მოღწეული:
კურთხევაჲ ლამპართა მიგებებისათა:
უფალო, რომელმან მოსდრიკენ ცანი და გარდამოჰჴედ ქუეყანად, ცხორებისათჳს ნათესავისა კაცთაჲსა, რომელსა წინათვე გჳწინაჲსწარმეტყუელებდეს წინაჲსწარმეტყუელნი მოსლვასა შენსა, ქრისტე, სიტყუაო ღმრთისაო, რომელი განუშორებელ ხარ მამისაგან და თანამოსაყდრე, და გამოუთქუმელად გამოჰბრწყინდი წმიდისა უბიწოჲსა ქალწულისაგან, იშევ ჴორცითა,ვითარცა ჯერ-გიჩნდა ნებითა მამისაჲთა, გამოსჩნდი ჩჩჳლი, იტჳრთე წიაღთა ქალწულისათა, რომლისა გარემოჲს დგას ბევრეული დასი ანგელოზთაჲ, დღეს მოხუედ ტაძრად უფლისა, აღსრულებად შჯულისა, ვითარცა კაცი, და სვიმეონ მოხუცებულმან მკლავთა ზედა მიგიქუა ვირცა ყრმაი, შენ მიერვე სულისაგან წმიდისა ეუწყა არა-ხილვად სიკუდილი, ვიდრე გიხილოს ჴორციელად მოსრული უფალი, რომლისათჳსცა ძლიერად ღაღად-ყო და გჳქადაგა ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა; გუახარა მახარებლისა მიერ გამობრწყინვებაჲ შენი, ჩუენ უღირსთა მონათა შენთა. განანათლენ გულნი ჩუენნი ნათლითა ღმრთეებისა შენისაჲთა, და განაბრწყინვენ ლამპარნი სულთა ჩუენთანი, დააკურთხენ სანთელნი ჩუენნი, ვითარცა ბრძენთა ქალწულთანი, რომელნი მოგეგებვოდით შენ საიხარულით, და ღირს ვიქმნნეთ ღმრთისმეტყუელებით გალობასა ანგელოზთა თანა, და გადიდებდეთ მხოლოსა უკუდავსა მეუფესა, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამენ.
როგორც ვხედავთ, უფლის მიგებების დღესასწაული სულიერად უკავშირდება იმ ათი ქალწულის იგავს, რომლებიც სიძის მისაგებებლად ემზადებოდნენ (მათე 25, 1-13).
მართალი სვიმეონის მიგებება იმით ჰგავს ბრძენ ქალწულთა მოქმედებას, რომ ისიც, მათ მსგავსად, სულიწმინდის ლამპრით იყო განათებული („კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფლისა… და სული წმიდა იყო მის ზედა“ – ლუკა 2,25) დღენიადაგ მოელოდა უფლის განხორციელებას („მოელოდა ნუგეშინისცემსა ისრაელისასა“) ე.ი. მის შესაგებებლად იყო მუდამ განმზადებული და სულიწმიდის უწყებით (ე.ი. „ანთებული ლამპრით“) მიეგება კიდეც ტაძრად მიმავალ უფალს.
წმინდა ეკლესიამ ამ დღისათვის ლამპრებით ლიტანიობა დააწესა. ლამპრების ელვარებით სვიმეონ წინასწარმეტყველთანერთად ეგებებოდნენ უფალს და ევედრებოდნენ, მათი სულის ლამპრებიც ბრძენ ქალწულთა ლამპართაებრ განებრწყინებინა, ე.ი. სულიწმიდის მადლი გარდამოევლინა მათზე. მიგებების დღესასწაულზე ლამპრების სიმრავლე ისეთივე გამომხატველი იყო სადღესასწაულო სულისკვეთებისა, როგორც აღდგომის დღეს – სპეტაკი სამოსლით შემოსვა, იერუსალიმში შესვლის დღეს – ბზის რტოების აღპრობა, სულიწმიდის მოფენის დღეს – ბალახითა და ყვავილებით შემკობა ეკლესიისა და ა.შ.
ლამპრებით ლიტანიობის გარდა მიგებების დღეს სხვა სახარებისეული გადმოცემის აღსრულებაც ყოფილა დაწესებული, ამ დღეს შეიწირებოდა ორ-ორი გვრიტი ან ტრედის მართვე, ისე, როგორც უფლის ტაძრად მიყვანებისას ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელმა და მართალმა იოსებმა (ლუკა2,24). ასეთი დასკვნის საშულებას გვაძლევს არა მართო ის ფაქტი, რომ ზოგიერთ კუთხეში (ქვემო სვანეთი) ლამპრობა ჩიტების დღედ იყო მიჩნეული, არამედ ისიც, რომ ვრცელ ქართულ კურთხევანში ძველთაგანვე შეუტანიათ „კურთხევა ტრედისაჲ“. ეს ტექსტი უშუალოდ წინ უძღვის „მიგებების“ ლამპართა“ კურთხევის ტექსტს და მასთან ერთად მიგებების დღესასწაულის ლიტურგიკულ განგებას (აკოლუთიას) ქმნის.
მიგებების დღესასწაულს დღესაც ისეთივე სულიერი შინაარსი აქვს, რაც პირველ საუკუნეებში, მისი დაფუძნებისას ჰქონდა. წმინდა ეკლესია კვლავაც მოგვიწოდებს სულიერი ლამპრის ანათებისკენ, რათა ბრძენ ქალწულთაებრ მომზადებულნი მივეგებოთ დიდებით მომავალ უფალს. ლამპრობის წესიც, როგორც ამ საუფლო დღესასწაულის სულიერი შინაარსის გამომხატველი საღმრთო მსახურება, სვანეთსა და საქართველოს ზოგიერთ სხვა კუთხეში საკვირველი ერთგულებით შემონახული, არასდროს არ დაძველდება და წლითი-წლად გაგვამხნევებს ჭეშმარიტი ნათელის -ქრისტეს მიგებების სასოებით.
ღმრთისმსახურების იერუსალიმური ტრადიციისათვის დამახასიათებელი იყო დამატებითი სადღესასწაულო მუხლების ჩართვა ლიტურგიაზე, მრჩობლ კვერექსში.
კერძოდ, მიგებების კვერექსში ჩაერთვოდა შემდეგი მუხლები:
1. ვთქუათ ყოველთა: უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ. 2. ქრისტე, რომელი პირველ საუკუნეთა ღმერთი ხარ, და ცხორებისათჳს კაცთაჲსა ქალწულისა მიერ მისგან ჩჩჳლ იქმენ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ. 3. რომელი რჩულისმდებელ ხარ და რჩულისა დამორჩილებაჲ ჯერ-იჩინე, და წყვილთაგან გურიტთაჲსა ტაძრად მიიყვანე, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ. 4. რომელი ცეცხლისფერთა ეტლთა ზედა მჯდომარე ხარ და ჴსნისათჳს კაცთაჲსა მკლავთა ზედა მოხუცებულისა სჳმეონისთა დაშჯედი, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ. 5. რომლისაჲ წინაწარმეტყუელმან პირველვე თქუა მცირითა ღრუბლითა შესლვად ეგჳპტედ და ქალწულისაგან მიყვანებული ტაძრად მიგიქუა წინაწარმეტყუელმან სჳმეონ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (15.02.2020)
ჩვენთან არს ღმერთი
გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს – მირქმას. ეს არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ წმინდა მამები ამბობენ, რომ აღდგომის ტოლია. აღდგომა, სულიერი აღდგომა მოგმადლოთ უფალმა.
დღეს არის შეხვედრა ძველისა და ახლისა აღთქმისა. დღეს არის შეხვედრა და განახლება ერისა. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა იყოს თქვენთანა.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა ინებოს, რომ მომზადებულნი შევხვდეთ მაცხოვრის მეორედ მოსვლას.
საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ინება საქართველო ყოფილიყო წილხვედრი. ეს ღვთის განგებაა. შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელ მსოფლიოს, საქართველოში არ არის. მადლობა და დიდება უფალს.
დღეს დასალოცად მობრძანებულები არიან და ილოცება ფონდი ,,ნაკვალევი“, რომელიც შეიქმნა ახალგაზრდების განვითარებისთვის და სიმსივნით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად.
წყალობა უფლისა თქვენზედა და კურნება მისი თქვენ ზედა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო და მთელი მსოფლიო.
ჩვენთან არს ღმერთი!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აშშ-ის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა
ა.წ. 4 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქ-ნი კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.
,,პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია“ – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მის უწმინდესობას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ისაუბრა გასული წლის ოქტომბერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტის შესახებ აშშ-ში და ხაზი გაუსვა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
ელჩს ასევე მიმართეს საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა ინტერრელიგიურ საბჭოში ქ-ნმა თეა გოგოტიშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი ,,21-ე საუკუნე”-ს გამგეობის თავმჯდომარემ ბ-ნმა პაატა გაჩეჩილაძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქ-ნ კელი დეგნანს ელჩად დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (02.02.2020)
ჩვენთან არს ღმერთი
დავით წინასწარმეტყველი ამბობს: ,,წყალობა შენი უფალო თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა.“ აი ჩვენც დღეს ვლოცულობთ, რომ მშვიდობა და წყალობა ღვთისა არ მოგვაკლდეს.
თქვენ იცით, რომ გამოჩნდა ახალი ვირუსი. მრავალი ადამიანი შეშინებულია ამ ვირუსისგან. ზოგიერთმა დაარქვა ,,სიკვდილის ვირუსი“. ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველ დილას და საღამოს ნაკურთხი წყალი ასხუროთ თქვენს კარ-მიდამოს, ეზოს, შვილებს და ღმერთი იქნება თქვენი მფარველი.
ჩვენთან არს ღმერთი.
დღეს ილოცება წყნეთის მოხუცებულთა თავშესაფარი მაია ნაჭყებიას ხელმძღვანელობით და ასევე ვარდიძეების გვარი.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა და სიხარული, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში ისრაელის ახლადდანიშნული ელჩი მიიღო
ა.წ. 30 იანვარს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს საქართველოში ისრაელის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი რან გიდორი მეუღლით და კონსული, ქ-ნი სმადარ ცემახ-რაცაბი ეწვივნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართველი და ებრაელი ხალხის ისტორიულ და სამაგალითო მეგობრობას.
მისმა უწმინდესობამ ისრაელის სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა: ,,26 საუკუნის მანძილზე საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც არ ყოფილა ანტისემიტიზმი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობა საქართველოსა და ისრაელს შორის კიდევ უფრო განმტკიცდება.“
მეტად საგულისხმო და თბილი სიტყვა წარმოთქვა ელჩმა: ,,თქვენო უწმინდესობავ, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მიღებისათვის. მე შეძრული ვარ თქვენი თბილი მიღებითა და სიტყვებით. ჩვენი ხალხი და რელიგია ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. საუკუნეების განმავლობაში ქართველი ბერები და მონაზვნები იმყოფებოდნენ იერუსალიმში და ისრაელში მოღვაწეობდნენ. ისრაელში, ჯვრის მონასტერში არის ცნობილი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის პორტრეტი. ჩვენთვის ასევე ცნობილია წმინდა ნინოს, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლისა და სხვა წმინდანების ცხოვრება და კავშირი წმინდა მიწასთან. თქვენ ბრძანდებით პიროვნება, რომელიც ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან. თქვენ არაერთხელ ბრძანდებოდით და ყოველთვის გიღებდნენ ისრაელში არა მხოლოდ როგორც რელიგიურ ლიდერს, არამედ როგორც გმირს. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი თქვენი დამსახურება და ღვაწლი რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლების საქმეში არამარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ჩვენთვის ასევე კარგად არის ცნობილი, რომ თქვენ გარკვეული სირთულეების დროს, მხარს უჭერდით კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას, ვიცით თქვენი როლი და სურვილი 1989 წელს არსებული დაპირისპირება მშვიდობიანად რომ დასრულებულიყო. 1996 -დან 2000 წლამდე საქართველოში, საელჩოში ვმუშაობდი და 20 წლის შემდეგ ისევ დავბრუნდი აქ როგორც ელჩი. მიხარია იმის ნახვა, რომ წლების წინ რა პრობლემებიც იდგა თქვენი ქვეყნის წინაშე, დღეს უკვე მოგვარებულია. შეიძლება ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ერთი რამ არასოდეს – ეს არის თქვენი ავტორიტეტი, თქვენ კვლავ რჩებით ყველაზე ავტორიტეტულ პიროვნებად, როგორც ამ ქვეყნის სულიერი ლიდერი. ნება მომეცით, მადლობა მოგახსენოთ პირადად ჩემი მიღებისთვის და თქვენს გზავნილს მშვიდობასთან დაკავშირებით, ჩემს მთავრობას გადავცემ. მინდა გისურვოთ მრავალჟამიერი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.“
ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბ-ნმა რან გიდორმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ თავის მხრივ ყველანაირად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას.
საქართველოს საპატრიარქოში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა
ა.წ. 30 იანვარს საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერით გაიმართა სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია თემაზე „უწყვეტი განათლების მენტალური უსაფრთხოების პერსპექტივები“.
კონფერენციის მიზანი იყო უწყვეტი განათლების პროცესის მენეჯერებისა და მოზარდებისათვის მენტალური უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების შემუშავება, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო, ეკლესია და სხვადასხვა ინსტიტუცია ერთიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას ჩამოაყალიბებენ.
კონფერენციაზე იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე:
საქართველოში არსებული ფსიქოლოგიური კრიზისი;
ფსიქოლოგიური და საინფორმაციო საფრთხეები;
დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიური ინსტიტუტის აღდგენის მნიშვნელობა;
ახალგაზრდებში სუიციდის მზარდი სტატისტიკა;
სუიციდი, როგორც ბულინგის თემის კორელანტი;
ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება;
ძალადობის რისკფაქტორები და მათ წინააღმდეგ დამცავი მექანიზმების შემუშავება საზოგადოებაში, განსაკუთრებით – მოზარდებში.
საზოგადოების ინფორმირება ფსიქოლოგიური საფრთხეებისა და უსაფრთხოების ცნებების შესახებ.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილები
საქართველოს საპატრიარქოში აზარტული თამაშების წინააღმდეგ მორიგი შეხვედრა ჩატარდა
ა.წ. 28 იანვარს საქართველოს საპატრიარქოში აზარტული თამაშების ზიანის შემცირების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა ჩატარდა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინიციატივით გაიმართა. ესწრებოდნენ წმინდა სინოდის წევრები, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, ფინანსთა და განათლების სამინისტროების, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ნატოს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის, ასევე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები.
შეხვედრის მთავარი თემები იყო: სათამაშო ბიზნესის რეგულირება და ლუდომანიის შესახებ საზოგადოების, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდების, ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა.
შეიქმნა მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრობლემის გადასაჭრელად საპატრიარქოს მხადრაჭერით გააერთიანებს სახელმწიფო სტრუქტურების შესაბამისი სამსახურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რათა მოხდეს დასახული ამოცანების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელება.
დაიგეგმა: შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისათვის და სოციალური რეკლამის მომზადება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანსამბლ ,,სუხიშვილების“ ხელმძღვანელები და დასის წევრები მიიღო
ა.წ. 27 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ნინო და ილიკო სუხიშვილები და მათი ანსამბლის წევრები ეწვივნენ, რათა თავისი სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაედასტურებინათ მისი უწმინდესობისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ნინოობის დღესასწაული მიულოცა სტუმრებს და შემდგომი წარმატებები უსურვა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე (27.01.2020)
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – ნინოობას. ეს არის სასწაული. მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთადერთი საქართველოს ეკლესიაა, რომელიც მოაქცია ქალმა. განვლო ამდენმა საუკუნემ და ქართველი ადამიანი თაყვანს სცემს წმინდა ნინოს. წმინდა ნინო არის შუამდგომელი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის.
არის დაწერილი დაუჯდომელი წმინდა ნინოსი, მაგრამ არ იყო დაწერილი საგალობელი დაუჯდომელისა. იყო ერთი შემთხვევა, მე მოვინახულე, მოვილოცე, წმინდა მცხეთის მონასტერი. იქ ბრძანდებოდა დედა ზოილე, ჩემი ნათლია და ვლაპარაკობდით, რომ არ არის საგალობელი დაუჯდომელისა და წმინდა ნინომ ინება, ხუთ წუთში დაიწერა ეს საგალობელი – ,,გიხაროდენ ფრიად შვენიერო შორის დედათა, საღმრთოო სძალო.“ სასწაული მოხდა. ეს საგალობელი იქნება მეორედ მოსვლამდე და მეორედ მოსვლის შემდეგაც.
გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველდღე იგალობოთ იგიდა წმინდა ნინო იქნება თქვენი მფარველი.
მე მინდა მოგითხროთ ერთი სასწაული: ჩემი უფროსი ძმა იყო მძიმედ ავად. გარდაცვალების წინ მე ვიყავი იმ ოთახში, სადაც ის იწვა და მეუბნება – ირაკლი, (ირაკლი მერქვა მე) მოდი აქაო. მივუახლოვდი და შეხედეო, ვინ მოვიდაო ჩვენთან. ვინა მეთქი? – და წმინდა ნინოო.
ის იყო სრულ გონებაზე. ეს არ შეიძლება ითქვას, რომ რაღაც გამოეცხადა ან მოეჩვენა. წმინდა ნინომ მოინახულა ავადმყოფი. ეს არის დიდი სასწაული და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალმა გაგვხადა ღირსი, რომ ჩვენი მომქცეველი, ჩვენი მფარველი, ჩვენი მლოცველი არის წმინდა ნინო. შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვები.
გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა.
თქვენ იცით, რომ დღეს ისტორიული დღეა – 125 წელი გავიდა იმის შემდეგ, რაც ეკურთხა წმინდა ნინოს ეს ტაძარი. აკურთხა ეგზარხოსმა ვლადიმერმა, მაშინ პატრიარქი არ იყო. მერე აქედან გადაიყვანეს იგი პეტერბურგში, პეტერბურგიდან – კიევში, სადაც კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ მასთან მივიდა ჯგუფი, გაიყვანეს მონასტრის გარეთ და დახვრიტეს. რუსულმა ეკლესიამ აღიარა იგი წმინდანად. შეგვეწიოს იმის ლოცვები.
მე მინდა აღვნიშნო ეს დიდი დღესასწაული და ჩვენ მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: წინამძღვარი ამ ტაძრის, დეკანოზი კონსტანტინე ლეკიშვილი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!
დეკანოზი არჩილ ხაჩიძე დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!
დეკანოზი გიორგი ჭიტაძე დაჯილდოეუბულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!
დეკანოზი გიორგი გველუკაშვილი დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!
ვულოცავ მათ ამ მაღალ ჯილდოს.
თქვენ ყველას კი უფალი გაჯილდოებთ სიყვარულით. აქსიოს!
დალოცვილი იყავით!
ჩვენთან არს ღმერთი!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნათლისღების დღესასწაულზე (19.01.2020)
ჩვენთან არს ღმერთი
გილოცავთ ნათლისღებას. ნათლისღების მადლი შეგეწიოთ! დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ! დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს სახლებს, თქვენს ეზო-კარს და მადლი სულისა წმინდისა მოეფინება და განიდევნება ბოროტი სული. ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენს შორის.
წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა იყავნ თქვენ თანა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს დასალოცად მოსულები არიან ნორჩი ჩოხოსნები სურამისა და ხაშურის ეპარქიიდან და რუსთავიდან.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. იხარეთ ორსავ სოფელსა შინა!
სამების საკათედრო ტაძარში 62-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
ა.წ. 14 იანვარს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 62-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. ამჯერად მისი უწმინდესობის ნათლული 500-ზე მეტი ბავშვი გახდა.
დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 40909 ნათლული ჰყავს.
The Nativity Epistle of 2020
The Nativity Epistle of 2020
Most Eminent Hierarchs, Reverend Fathers, Deacons, Monks and Nuns, Authorities of our Government, members of the Holy Orthodox Church of Georgia, Residents of Iberia and our compatriots who are now living in the countries beyond our land. I address to you Georgians, Apkhazians, Ossetians, Greeks, Ukrainians, Russians, Armenians, Jews, Azerbaijanis, Udins, Yazidis, Kurds, Ingush, Cherkezians, Chechens, Lezgins and people of all nationalities:
The hour of the mystery of God’s Great Incarnation has come. Today, the Creator has been born, the Creator “by Whom all has been created: the earthly and the heavenly; the visible and the invisible, Thrones and Dominions, Powers and Principalities,” this is the Day of the birth of the One “to whom and by Whom all was brought to life”.
Therefore, we believers aspire to reach with our minds and gaze into Bethlehem in order to feel with our senses the greatest of hours, which came into the Universe 2000 years ago. It was the hour when in the Promised Land, in one cold and dark cave, which was void of every worldly honor, was fulfilled the mystery equal to which nothing had happened in the Universe, and neither will ever again take place in it. The ineffable, unfathomable, unapproachable God was incarnated and the objective of this mystery was the deification of man; in the bosom of the people of the True Lord, in the lineage of Saint King David, the Son of God was born for it was the will of the Inscrutable Light to eternally be with us. The Immortal accepted to become mortal; the Incorruptible assumed corruptibility in order to free us the mortal and corruptible beings from the bonds of death.
Today, we all, who are faithful believers, are messengers of the good tidings of the Nativity of Christ for God is with us! Henceforth, we, who are in constant search for Him, become sharers of the fullness of His graces and receive it in abundance gifts of God-pleasing service to Him, and therefore we beseech the visible and invisible worlds:
O Heavens and Earth! Rejoice and bless the Creator, for God is with us!
O Angels and all living beings! Rejoice and bless the Lord of lords, for God is with us!
O Kings and Patriarchs, Peoples and Races! Rejoice and bless the New Adam; bless every deed of the Lord, sing and magnify Him onto the ages of ages, for God is with us!
If not for Your miraculous birth, mankind would not have an example of the most eminent Love and Peacemaker, of the True King, Spiritual Father and Teacher, Paragon of ultimate humility and sacrifice, devotion and friendship, emage of the Heavenly love of the Father and the Son.
We, people obsessed with pride and self-conceit, would have never been able to find our true selves, would never have cast off our egocentrism and neither would we ever part with it.
O Jesus, You taught us that salvation is only attainable through love; that loftiness is hidden in humility; greatness is manifested in simplicity and modesty; the love for the neighbor is the way that leads to joy. You taught us that by giving one obtains and through patience one wins; the fullness of love is in the love for the enemy and by giving one’s life for another, one finds his own soul…
O Saviour, for Your Incarnation the Earth also made ready itself and dedicated to You the loftiest adornment of virgins, the hope of every mother – Holy Mary.
Rejoice, O Most Eminent among the chosen, hope of all peoples;
Rejoice, O Mother of God, who has dried the tears of Eve’s eyes; O Tree of life who has given us the Fruit of Life;
Rejoice, Living Temple of God, who present our prayers to Our Lord.
By the Lord’s Providence and through your care we became God’s nation, too. This little flock throughout centuries had to endure many adversities and by your protection, we got over many misfortunes, always remaining devout to Christ. Today also, our exhausted people, betrayed and crucified many a time, cherish hope on you for this is a nation of unfaltering faithful; these people have placed their hope on God.
We, your servants, together with them, implore you, the Queen of the Heaven and the Earth: Do not abandon us in our weaknesses but intercede to your Son and our God that all the residents of Iberia, our sinful sons and daughters get on the path of the Truth. Soften and calm the hearts of those who harbor evil toward us, those who envy us and those who trouble us. Fill the hearts of wrongdoers with repentance; gladden prisoners with freedom; make the unjust turn to justice; give bread to those who are hungry; give clothes to those who lack them and sustenance to the poor; give the good laborers their due wages.
O Most Pure Mother of God, bearer of many sorrows, give succor to those who weep, direct the lives of those, who patiently and with gratitude to God endure troubles, onto the path of goodness. O Mother of God, encourage the young and children and edify them in lofty spirituality; heal the infirm and fill the hearts of the old with joy over the prosperity of their offspring. O Mother, return to their motherland our compatriots living beyond Georgia and grant those, who continue their stay in foreign lands, strength to magnify God with their work and to labour for the benefit of their Motherland. Make steadfast our love, hope and piety toward the Lord, grant us to serve with all our devotion to the Church, Motherland and neighbour. Cleanse our hearts and purify our souls, enlighten our minds and endow us with the depth of cognition, bodily health and keep us out of harm’s way. Save us from killing of unborn children and suicides.
O Holy Mother of God, restore, bless and confirm the borders of Georgia and protect the people living in this land from “hunger, annihilation, earthquakes, fire, spear and onslaughts of enemies”, protect them from harmful rages of earthly elements and from every deception which come from evil forces. Bless and strengthen our families and grant them to be families of many children and fill them with the abundance of the fruits of their work. We plead with you, intercede for our ancestors who passed away in the Orthodox faith, Kings and Queens, Catholicos-Patriarchs, your faithful servants and all who have remained without commemoration. I entreat you, look down on everyone who ask us for support, so that the Creator might receive them also in the abodes prepared for the righteous in His Kingdom.
Neither abandon us, O Mother, in the hour of the Second Coming of your Son, and intercede for us, hopers on you before him, so that we rejoice together with the righteous and magnify our Creator, Who receives everyone with infinite love, the Father and the Son and the Holy Spirit, onto the ages of ages, Amen.
O Christ God, born at Bethlehem this magnificent night! With all our souls and minds, we yield toward You and light up lamps of our prayers, supplications to magnify you. In the stead of the gold, frankincense and myrrh, we present to You our hearts, love and fidelity as our gifts. We come out to meet you and with reverence bow our knee to You:
Glory to You, Infant Prince of Peace!
Glory to Your Decent, O Lord of Sabaoth!
Glory to You, O Lord Adonai!
We bless and magnify You onto the ages of ages and we bless Your bearer, the blessed among the mothers. Once again, we implore You, imbue with Your peace and grant Your mercy to the stormy world plunged in unbelief; give us a sense of seeing difference between evil and good, and make us residents of Your Kingdom.
“Christ is being born, – glorify Him! Christ is being descending from Heaven – come out to meet Him! Christ descended upon the world – rise… the darkness will again be vanquished, the Light will return… the old world will pass, and behold, all will be renewed”, Rejoice, for God is with us!